ტრამპის გოლფის მოედანზე შეიარაღებული კაცი დააკავეს
პალოს-ვერდესში მდებარე ტრამპის გოლფის მოედანზე შეიარაღებული ეჭვმიტანილი დააკავეს, - ინფორმაციას Politico ავრცელებს. ფაქტს ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტი ადასტურებს.
შერიფის დეპარტამენტის განცხადებით, ეჭვმიტანილი 38 წლის ჟანინ ჯონ ტაელედია. კაცს გოლფის მოედნის ავტოსადგომზე დაკავების შემდეგ, 16-ვაზნიანი მჭიდი აღმოაჩინეს.
ირკვევა, რომ 38 წლის ჟანინ ჯონ ტაელედი ფედერალურმა აგენტებმა მაშინ შენიშნეს, როდესაც ის ფოტოებსა და ვიდეოებს იღებდა და, როგორც ჩანს, უსაფრთხოების დაგეგმვის პროცესს აკვირდებოდა.
მოგვიანებით, მისი ავტომობილის ჩხრეკისას, გამომძიებლებმა ასევე ამოიღეს დატენილი პისტოლეტი და კიდევ ერთი დატენილი მჭიდი.
38 წლის ჟანინ ჯონ ტაელედის სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, რამდენიმე რვეული „შემაშფოთებელი შინაარსის ჩანაწერებით“, ასევე რადიოსიგნალის გადამცემი მოწყობილობები.