დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც საქართველოს საზღვარზე 143 817 ლარის ოქროს ზოდები გადმოიტანა

05.08.26 10:51
დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც საქართველოს საზღვარზე  143 817 ლარის  ოქროს ზოდები გადმოიტანა

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 
 
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური წერს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა  713.3 გრამი, 143 817 ლარის საბაჟო ღირებულების ოქროს ზოდები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოპერაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით ჩააარეს.