ხურვალეთში, დათა პაპას სახლის მიმდებარედ, ოკუპანტები მავთულხლართებს აბამენ

26.11.21 10:20
ხურვალეთში, დათა პაპას სახლის მიმდებარედ, ოკუპანტები მავთულხლართებს აბამენ

ხურვალეთში, დათა პაპას სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსი ოკუპანტები ახალ მავთულხლართებს აბამენ. ამის შესახებ ინფრომაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის, "ძალა ერთობაშია", ლიდერი, დავით ქაცარავა, ავრცელებს.

ქაცარავას თქმით, სუს-მა ინფორმაცია მას შემდეგ დაადასტურა, რაც აღნიშნულის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობისთის გახდა ცნობილი.

დავით ქაცარავა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. 

სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმმა ხურვალთში, დათა პაპას სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაიწყო მავთულხლართების გაბმა. ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ და ეს ამბავი სამწუხაროდ, დადასტურდა. რამდენიმე ასეული მეტრით მოხდა ინსტალაციების დამონტაჟება, იგულისხმება საოკუპაციო ღობეები. ამ ეტაპზე შეჩერებულია სამუშაოები, მაგრამ არა დასრულებული. სუს-მა ეს ინფორმაცია დაადასტურა მხოლოდ და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ჩვენ გავავრცელეთ ეს ამბავი და ეს კიდევ ერთხელ მანიშნებელია იმისა, რომ ხელისუფლება აგრძელებს არგაღიზიანების პოლიტიკას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რუსული საოკუპაციო ძალების წისქვილზე ასხამს წყალს. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება და სინამდვილეში ის არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს საოკუპაციო რეჟიმს მავთულხლართების და ზოგადად, ჩვენი მიწა-წყლის ბორდერიზაციის პროცესში, - განაცხადა ქაცარავამ. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ოკუპანტები სამუშაოებს ძირითადად ღამის საათებში აწარმოებენ. 

მსგავსი სიახლეები