ავარია ავტობანზე - 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა
ქუთაისის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა - "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილების გადამზიდი ევაკუატორი შეეჯახა.
შემთხვევის დროს 1 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.