Covid 19-ით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო24 საათში საქართველოში Covid 19-ით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 534 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 742 პაციენტი. ბოლო 24 საათში ჩატარდა 51 756 ტესტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.76%, ბოლო 14 დღის - 9.06%, ხოლო ბოლო 7 დღის - 9.13%.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 831 248 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 772 301 პაციენტი და გარდაიცვალა – 11 810.