რა ისმის სახლში დაყენებული მოსასმენი მოწყობილობის ჩანაწერში, სადაც პროკურორის თქმით ნია იმნაძე მამას ესაუბრება?
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, ბრალდების მხარემ მოიპოვა ფარული ჩანაწერები, სადაც ნია იმნაძისა და მისი მამის, ვალერ იმნაძის, საუბარია ასახული და სადაც ისინი ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს განიხილავენ.
პროკურორის განმარტებით, ჩანაწერში ისმის, თუ როგორ ეუბნება ვალერი იმნაძე შვილს, რომ ბრალდებულს "ეს არ უნდა გაეკეთებინა და არასწორად მოიქცა".
ქეთევან სონიძის თქმით, ჩანაწერში ნია იმნაძე მამას პასუხობს, რომ "სხვანაირად ვერ მოიქცეოდა" - "ასევე, დემონსტრირებას ახდებს, რომ ის არა მხოლოდ ეთანხმება იმას, რაც მოხდა, არამედ გარკვეულ წინმსწრებ ინფორმაციასაც ფლობდა".
ფარული ჩანაწერები მიმდინარე წლის თებერვალში მოვიპოვეთ. თუმცა მანამდე, ოქტომბრის თვეშიც განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა მაშინ, არაინფორმაციული აღმოჩნდა, უბრალოდ არ გაჟღერდა ეს ინფორმაცია და ვერ მოვიპოვეთ.
საუბარი მიმდინარეობს ნია იმნაძესა და მამამის, ვალერ იმნაძეს შორის, თუმცა იქ ოჯახის სხვა წევრებიც იმყოფებიან. განიხილავდნენ როგორ ჩაიდინა დანაშაული ალექსანდრე გაბაშვილმა. ნიას მამა ამბობს, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და არასწორად მოიქცა. თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, რომ თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება გადაწყვეტილებების მიღება და ის არის ძველი თაობის წარმომადგენელი. მოკლედ, მამა-შვილს შორის კამათი მიმდინარეობს. მიმდინარეობს ნია იმნაძის მიერ თავისი აზრის გამოხატვა. ასევე, დემონსტრირებას ახდებს, რომ ის არა მხოლოდ ეთანხმება იმას, რაც მოხდა, არამედ გარკვეულ წინმსწრებ ინფორმაციასაც ფლობდა," - განაცხადა ქეთევან სონიძემ.
პროკურორის განმარტებით, ნია იმნაძემ მასწავლებლის მიერ შევიწროვების შესახებ ინფორმაცია მშობლებს და კლასის დამრიგებელსაც გაანდო, თუმცა ქეთევან სონიძე ამბობს, რომ უფროსებს ამასთან დაკავშირებით არავისთვის მიუმართავთ.
ნია იმნაძემ ინფორმაცია მიაწოდა მშობლებს, დედას და მამას, თამარ ნავროზაშილს და ვალერიან იმნაძეს, ასევე თავის კლასის დამრიგებელს, ლაურა დუგლიჩიძეს, აღნიშნულ ინფორმაციას აწვდის ასევე, ალექსანდრე გაბაშვილს, რომელიც დანაშაულის მთავარი ორგანიზატორია და პირველი პირი იყო, რომელმაც ეს გადაწყვიტა, რომ გაეკეთებინა და ამ ინფორმაციის მიწოდებით მან წააქეზა ალექსანდრე გაბაშვილი დანაშაულის ჩასადენად.
ისმის კითხვა - რატომ წააქეზა, იქნებ უბრალოდ გადასცა ინფორმაცია - ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მან წააქეზა დანაშაულში ალექსანდრე გაბაშვილი შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით, რომ უნდა გავითვალისწინოთ, ვინ არის მსჯავრდადებული ალექსანდრე გაბაშვილი, მისი წარსული ისტორია და მისი პიროვნება. ესეთი ადამიანისთვის, რომელსაც ასეთი წარსული გამოცდილება ჰქონდა და ასეთი პიროვნებების გამოვლენაზე ისედაც ნადირობდა, ასეთი ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მას მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ეს ფაქტობრივად წაქეზება იყო.
მათ ჰქონდათ საკმაოდ ინტენსიური კავშირი ერთმანეთთან, მოგეხსენებათ იყვნენ შეყვარებულები, შემავალ-გამავალი ზარებითაც ფიქსირდება, რომ ისინი სისტემატურად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს, ხვდებოდნენ საათების განმავლობაში, მათ შორის დანაშაულის წინა პერიოდში. შეუძლებელი იყო, რომ ამ საკითხებზე მათ საუბარი არ ჰქონოდათ.
სამწუხაროდ, მშობლებს არავისთვის მიუმართავთ ამასთან დაკავშირებით, ასევე არავისთვის მიუმართავს კლასის დამრიგებელს," - ამბობს ქეთევან სონიძე.
ამასთან, მისივე თქმით კიდევ ერთმა დაკავებულმა არასრულწლოვანმა, ანასტასია ბერუაშვილმა მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია იმავე საღამოს გაიგო.
ქეთევან სონიძე აღნიშნავს, რომ ანასტასია ბერუაშვილი თავის შეყვარებულს, საქმეზე ერთ-ერთ მსჯავრდებულს გიორგი რიკაძეს ეუბნებოდა, რომ ვიდეო მტკიცებულება გაექრო.
ანასტასია ბერუაშვილმა მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია გაიგო იმავე ღამეს. ანუ პირველ ოქტომბერს მოხდა გიგა ავალიანზე თავდასხმა, პირველი ოქტომბრის დაახლოებით 11-ის 150-დან 20 წუთამდე პერიოდში და ეს ინფორმაცია მან გაიგო ღამის დაახლოებით 24 საათისთვის. ბერუაშვილს ინფორმაცია შეატყობინა მისმა შეყვარებულმა - გიორგი რიკაძემ, რომელიც ამ საქმის ერთ-ერთი მსჯავრდებულია. უთხრა, რომ თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, დაუკონკრეტა, რომ ეს იყო საშკა, საშკამ დაარტყა, ასე გადასცა ინფორმაცია. საშკა - იგივე ალექსანდრე გაბაშვილი.
აღვადგინეთ ის წაშლილი ინფორმაცია, საიდანაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აღმოჩნდა ის, რომ ის სწერს თავის შეყვარებულს, გიორგი რიკაძეს, რომ ის ვიდეო ტავის დროზე უნდა გაექრო. აქ საუბარია იმ ვიდეო ჩანაწერზე, სადაც ასახული იყო გიგა ავალიანზე თავდასხმა და რომელიც საკუთარი ხელით გადაიღო გიორგი რიკაძემ. აჩვენა კიდეც ფიზიკურად ვიდეო ჩანაწერი და გარდა ამისა მსჯელობდნენ და განიხილავდნენ იმიტომ, რომ რიკაძე ეუბნებოდა მას, რომ ეს ვიდეო პოლიციაში მიეტანა, იქნებ ამ ვიდეომ საშკას შეუმსუბუქოს სამართლებრივი მდგომარეობაო. რეალურად რიკაძემ მოიტანა მტკიცებულება, რომელიც მათი დევნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა.
თუმცა ანასტასია ბერუაშვილი უფრო "ჭკვიანი" აღმოჩნდა ამ საკითხში და ის ურჩევდა თავის შეყვარებულს, რომ უეჭველი ტავის დროზე უნდა გაექრო ეს ვიდეო.
ანასტასია ბერუაშვილი მეგობარს ეუბნება, რომ თავის თავზეც ეგონა, რომ დააკავებდნენ იმიტომ, რომ დანაშაულის დღეს, ანუ პირველ ოქტომბერს რიკაძე მისი სახლიდან წავიდა. ბიჭებმა იჩხუბეს და მიაჩნდა რომ ეს იყო ჩვეულებრივი ნორმალური მოვლენა," - განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს პატიმრობა შეეფარდათ.
ანასტასია ბერუაშვილი და ნია იმნაძე 5 აგვისტოს დააკავეს.
საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება გუშინ წარუდგინა.
- ნია იმნაძეს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ანასტასია ბერუაშვილს კი შვიდ წლამდე. გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორივე არასრუწლოვანს ბრალი იზოლატორებში ცოტა ხნის წინ წარუდგინეს.