ქუთაისში დააკავეს პირი, რომელიც დედას სახლის გადაწვით დაემუქრა

08.08.26 16:30
ქუთაისში დააკავეს პირი, რომელიც დედას სახლის გადაწვით დაემუქრა

ქუთაისში დააკავეს პირი, რომელიც დედას დაემუქრა, რომ სახლს გადაწვავდა. "ინფო იმერეთის" ცნობით, მამაკაცი დარაჯად მუშაობდა და ის სამართალდამცველებმა დასაცავ ობიექტზე აიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლს ედავებიან, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას.