18 წელი გავიდა და კიდევ უფრო მეტად მძიმეა დღევანდელი დღე - გიორგი ანწუხელიძის ცოლი
აგვისტოს ომის გმირებს დღეს იხსენებენ მათი ოჯახის წევრები. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირების ნათესავები დილიდან მივიდნენ. მათთვის განსაკუთრებით მძიმე გასახსენებელია ომის დღეები, რადგან რუსულმა აგრესიამ მათ ოჯახის წევრები წაართვა.
“ჩემი მეუღლე, გიორგი ანწუხელიძე ტყვედ ჩავარდა 2008 წლის 8 აგვისტოს და შემდეგ, როგორც კადრებიდან ჩანს, წამებით მოკლეს. 18 წელი გავიდა 2008 წლიდან. კიდევ და კიდევ უფრო მეტად მძიმეა დღევანდელი დღე, ვიდრე მანამდე. მოვედი დღესაც, რომ გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ ჩვენს გმირ ბიჭებს“, - განაცხადა გიორგი ანწუხელიძის ცოლმა მაკა ჩიკვილაძემ TV პირველთან.