დაღუპული გმირის ცოლი ომის დაწყების თარიღთან არსებულ სპეკულაციებს პასუხობს
აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, შმაგი სოფრომაძის ცოლი, თეა ტაბატაძე ომის დაწყების თარიღთან თემაზე აგორებულ სპეკულაციებს TV პირველის ეთერში პასუხობს.
"ჩემთვის ომი დიდი ხნის წინ დაიწყო" - აცხადებს 18 წლის წინ დახვრეტილი ჯარისკაცის ცოლი.
ჩემთვის ომი დიდი ხნის წინ დაიწყო - ოსი სეპარატისტების მხროდან ჩვენს სოფლებზე თავდასხმა ღრმა ბავშვობიდან მახსოვს. ყოველი ქეიფს შემდეგ, ასე იდგნენ და ისროდნენ სოფლების მიმართულებით, დარბოდნენ ავტომობილებით და აშინებდნენ მოსახლეობას. როდესაც ჩემს მეუღლეს გავყევი და პირველად ჩავიყვანე ჩემს სოფელში, პაპასთან საუბარში თქვა - დრო მოვა და ამ სოფლისთვის მე აუცილებლად ვიბრძოლებო. მოსახლეობას მაშინ დიდი შიშისა და წნეხის ქვეშ უწევდა ცხოვრება.
ომი სულ იყო ჩვენს ქვეყანაში, უბრალოდ მთელს ქვეყანაში ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. მახსოვს, როგორ ვიმალებოდით სარდაფებში, როცა ისროდნენ. 2008 წელს, დღის წესრიგში თავადაცვის საკითხი დადგა - ვფიქრობ, ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა დაგვეცვა. ძალიან უსუსურ პოზიციაში ვიყავით და ეს მე იმთავითვე არ მომწონდა.
ომის დაწყების საკითხს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ ჩემს სახლში თუნდაც მეზობელი რომ შემოვიდეს და ჩემი სახლის ან თუნდაც ნაწილის დასაკუთრება მოიწადინოს, ხომ გაუწევ წინააღმდეგობას? ჩემი აზრით, ჩვენ ზუსტად ასეთ პოზიციაში ვიყავით. ბიჭები, რომლებიც ამ ყველაფერს შეეწირნენ, ეს იყო თავდაცვა, ეს იყო საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა"- თქვა სოფრომაძემ.
25 წლის შმაგი სოფრომაძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდა. ტყვედ ჩავარდა როცა დაჭრილი თანამებრძოლები გამოჰყავდა, როდესაც მან უარი თქვა საქართველოს დროშაზე ფეხის დადგმაზე, ის დახვრიტეს.
რა თქვა კობახიძემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წლისთავთან დაკავშირებით :
"რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი და მერე ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი".