12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ადვოკატი შსს -ს განცხადებას პასუხობს
ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის შესახებ შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უწყების თავის მართლება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დაგვიანებასთან დაკავშირებით, არ არის სწორი.
კაკაბაძეს აინტერესებს, თუ არ დაგვიანდა საგამოძიებო მოქმედებები, რატომ აქამდე არ გამოიკითხა ის პირი, ვინც 12 წლის წინ YOUTUBE -ზე მნიშვნელოვანი ვიდეორგოლო განათავსა, სადაც დადიანიძეა გადაღებული.
მისი თქმით, გამოძიების პრეროგატივა და ვალდებულებაცაა, დაადგინონ რომელი მოწმე ცრუობს, რა ნაწილში ცრუობს, და მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რა ნაწილში შეესაბამაბეა რეალობას, რამე დანაშაულს ხომ არ ფარავს ვინმე
საქმის მასალებით დგინდება, რომ გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი არის დათარიღებული 2017 წელს, ანუ გურამ დადიანიძის გაუჩინარებიდან დაახლოებით 3 წლის შემდეგ და სწორედ ამის შემდეგ იწყება, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მტკიცებულებების შეგროვების კუთხით. ანუ ის განცხადება, რომ თითქოს ჩვენი ნათქვამი, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დაგვიანებით დაწყებასთან დაკავშირებით რეალობას არ შეესაბამება, არ არის სწორი. მე ვადასტურებ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში გამოძიება გააქტიურდა და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, თუმცა, ისმის კითხვა, როცა ფაქტი მოხდა 12 წლის წინ, ბოლო დღეებში მოწმეების გამოკითხვა, არ ნიშნავს იმას, რომ რეაგირება დაგვიანებულია? გამოიკითხა ის პირი, ვინც ძალიან მნიშვნელოვანი ვიდეო გადაიღო და განათავსა YOUTUBE -ზე, აღნიშნულთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ვიდეო უკვე დევს დაახლოებით 12 წელია და ის 2014 წელს განთავსდა. ისმის კითხვა, მხოლოდ ახლა რატომ გამოიკითხა ეს პირი. გამოძიების პრეროგატივა და ვალდებულებაცაა, დაადგინონ რომელი მოწმე ცრუობს, რა ნაწილში ცრუობს, და მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რა ნაწილში შეესაბამაბეა რეალობას, რამე დანაშაულს ხომ არ ფარავს ვინმე, - ამბობს კაკაბაძე.
ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაზე საუბარი. უწყების განამრტებით, უკვე გამოიკითხა პირი, რომელმაც ვიდეო გადაიღო და ატვირთა.
შსს-ს თანახმად, გამოკითხვის შედეგად დგინდება, რომ ვიდეომასალა გადაღებულია 2014 წლის 11 ივნისს, შუადღის 15:00 საათის პერიოდში, ხოლო დადიანიძის თანმხლები პირების განმარტებით იგი გაუჩინარდა 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე.
უწყებისვე ინფორმციით, გავრცელებული ინფორმაცია გამოძიების დაწყების დაგვიანებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება
სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტზე 2014 წლიდან 2017 წლამდე საგამოძიებო ან სამძებრო ღონისძიებები არ განხორციელებულა, - ვკითხულობთ განცხადებაში.
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.
- სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებია აქტიურად ვრცელდება 12 წლის წინ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ისმის ბიჭის ხმა “არ მიმატოვო“. 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ვიდეოში მისი შვილის ხმა ისმის.
- ამის შესახებ მისი ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე წერს და ვიდეოს იმ მონაკვეთასაც აქვეყნებს, სადაც ბიჭის ხმა ისმის.
- “ბოლო წამებზე ნამდვილად ისმის განწირული ხმა: “კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები”. გურამის დედა კატეგორიულად ადასტურებს, რომ ეს არის მისი შვილის ხმა. ეს ვიდეო 12 წლის წინ დაიდო იუთუბზე,“ - დაწერა უფლებადამცველმა.