"ოცნების" ხელისუფლების პირობებში ირანული კომპანიების რიცხვი 510%-ით გაიზარდა
აღმოჩნდებიან თუ არა საქართველოში ირანული კომპანიები სანქციების ქვეშ, როგორც ეს "შელბითის" შემთხვევაში მოხდა? ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ საქართველოში ირანული ბიზნესი ყურადღების ცენტრში ექცევა. "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა" შეაგროვა მონაცემები, 2012 წლის შემდეგ "ოცნების" ხელისუფლების პირობებში ირანული კომპანიების რიცხვი 510 პროცენტით გაიზარდა და 12 800-ს გადააჭარბა.
რას საქმიანობენ ეს კომპანიები?! ეს არის მთავარი კითხვა რომელიც სპეციალისტებს აქვთ. თუ ინვესტიცია არ შემოაქვთ, როგორ ტრიალებს ფული. თუ 1 ირანული კომპანია კრიპტო ვაჭრობის საშუალებით ფულს ათეთრებდა და ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა, რა გარანტია გვაქვს, რომ იგივე ქსელში სხვა კომპანიებიც არ მონაწილეობენ?!
ეროვნულმა ბანკმა ირანულ კრიპტოკომპანიაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა. თურნავას უწყებამ, რომელსაც ამ სექტორის რეგულირება ავალია, თქვა, რომ კომპანია მათ სისტემაში რეგისტრირებული არ იყო. რატომ ვერ აკონტროლებს ცენტრალური ბანკი კრიპტო-ქსელებს. ირანული "შელბითი" მხოლოდ ერთი მაგალითია, მანამდე იყო ბრიტანეთის და ევროკავშირს მიერ სანქცირებული კრიპტო კომპანიები, რომლებიც ირანის ნაცვლად რუსეთს ეხმარებოდნენ სანქციებისგან თავის არიდებაში.