პუტინის მადიდებელი კაცი "ქართული ოცნების" მხარდამჭერი და ამომრჩეველია

10.08.26 20:23
პუტინის მადიდებელი კაცი "ქართული ოცნების" მხარდამჭერი და ამომრჩეველია

დადგენილი იმ პირის ვინაობა, ვინც ანწუხელიძის წამების დღეს, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე  საკანდირებდა სიტყვებს - "დიდება პუტინს". ოკუპანტის ქვეყნის მადიდებელი "ოცნების" გულმხურვალე მხარდამჭერი ანდრო მახათაძე აღმოჩნდა. კაცი, რომელიც სასტუმროების და მანაქანების გაქირავების ბიზნესს ფლობს.

ანდრო მახათაძე, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ფლობს 100 პროცენტიან  წილს სასტუმრო "მახათაში".  2021 წლის 2 ოქტომბერს მან თავად გამოაქვეყნა პოსტი სადაც დაადასტურა, რომ "ოცნების" მხარდამჭერი იყო, თუმცა დღეს კაცმა, რომელიც პუტინს ადიდებდა, პირველებბთან საკუთარი ვინაობა დამალა. 

აგვისტოს ომის დღებში,პუტინის მადებელი კაცი საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციამ გააცილა, სამოქალაქო აქტივისტები ფიქრობენ რომ მახათაძე ადგილზე მიგზავნილი ტიტუშკა იყო. 

მარიამ მაკასარაშვილი დეტალებით