კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა

11.08.26 10:38
კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა

მედიის ინფორმაციით, კოლუმბიაში მომხდარი 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა - დაშავებულია 570 მოქალაქე.

ქვეყნის პრეზიდენტმა, აბელარდო დე ლა ესპრიელიმ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დღეს სტიქიის ზონას ეწვევა.

მედიის ცნობით, საგანგებო სიტუაციების ჯგუფები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას აგრძელებენ.

 

 

მსგავსი სიახლეები