რუსეთის ქალაქებში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის
რუსეთის ქალაქებში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის - მედიის ინფორმაციით, ხაბაროვსკის მხარის ქალაქ ამურის კომსომოლსკში ხანძარი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩნდა.
„როსნეფტის“ ქარხნის განცხადებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
დრონებით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაუჩნდა ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში მდებარე „ორსკნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც.
დრონებით თავდასხმის შემდეგ ორსკის აეროპორტში ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.
მსგავსი სიახლეები
11.08.26 11:28
ბიზნესმენის მკვლელობის საქმე - მოკლულის ოჯახი ეჭვობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა გაყალბებულია
მოკლული მალხაზ ბოკუჩავას ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზეც ბრალდებული მალხაზ ბაგათელია იძულების წესით სასჯელს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოიხდის, გაყალბებულია.