ბიზნესმენის მკვლელობის საქმე - მოკლულის ოჯახი ეჭვობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა გაყალბებულია

11.08.26 11:28
ბიზნესმენის მკვლელობის საქმე - მოკლულის ოჯახი ეჭვობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა გაყალბებულია

თბილისში, ვაკის კორტებთან მოკლული მალხაზ ბოკუჩავას ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზეც ბრალდებული მალხაზ ბაგათელია იძულების წესით სასჯელს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოიხდის, გაყალბებულია, ან სამედიცინო შემოწმება ისეთმა ექსპერტმა ჩაატარა, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება არ ჰქონდა. 

მოკლული მალხაზ ბოკუჩავას ოჯახის წევრები "პირველებთან" ამბობენ, რომ კადრები, რომელიც საქმეში დევს და მალხაზ ბაგათელიას ქმედებები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ 52 წლის კაცი დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო. 

სამხარაულის დასკვნამ ერთი ხელის მოსმით გაანადგურა მთელი ეს ძალისხმევა, როცა დაწერა დასკვნა და პირს 16 წლიანი სასჯელი აარიდა. ეს ან გამოწვეულია ექსპერტის, ქალბატონი დადიანის არაკომპეტენტურობით, ან კიდევ სახეზე შეიძლება გვქონდეს კორუფციული გარიგება. მოცემულ შმთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნა ეყრდნობა სამ ელემენტს - პირველი ეს გახლავთ თავად ბაგათელიას გამოკითხვა, რომელიც ამბობს, რომ იცოდა რას ჩადიოდა და აღნიშნავს, რომ მომხდარს არ ნანობს - ვიცოდი რომ მოვკალი და ვიცოდი, რომ კანონის წინაშე მომიწევდა პასუხისგებაო. მეორე არის მისი მეუღლის, ნანა სარიას ჩვენება, სადაც ამბობს, რომ ბაგათელია ოჯახში მშვიდი და გაწონასწორებული პირი იყო. მესამე: ფსიქიკური ცენტრებიდან გამოთხოვილი ინფრმაციაში ცალსახად, პირდაპირ წერია, რომ ერთ დოკუმენტში წერია, რომ ბაგათელია იყო ფსიქიურად ჯანმრთელი, ხოლო მეორე ცნობაში წერია, რომ არასდროს ყოფილა აღრიცხული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ბაგათელია. 

ექსპერტიზის დასკვნაში არ არსებობს მტკიცებულება, როემელიც გაამყარებდა დასკვნას. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნაში არ არის გამოყენებული მეცნიერილი დასკვნა, მეთოდოლოგია, რის საფუძველზედ დაასკვნეს, რომ ბაგათელია არის შურაცხადი. პირიქით, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც მსჯელობაშია ასახული, ადასტურბს იმას, რომ ეს ადამიანი იყო ფსიქიკურად ჯანსაღი, არ ჰქონია არანაირი პრობლემა, აღრიცხული არ ყოფილა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში - აი ამ მსჯელობის მიუხედავად, ექსპერტი ასკვნის, რომ თურმე ბაგათელია ყოფილა შეურაცხადი"- აცხადებს ახალი წლის ღამეს, თბილისის ცენტრში მოკლული ბიზნესმენის ახლობელი.

ვაკის კორტებთან მალხაზ ბოკუჩავას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ ბაგათელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გუშინ შეწყდა. მიზეზი ექსპერტიზის დასკვნა გახდა, სადაც წერია, რომ  ბრალდებულს შეურაცხადობა დაუდგინდა. 

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ბაგათელიას ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 4 წლით იძულებითი მკურნალობა დაენიშნა.

შეგახსენებთ, რომ მკვლვლობა ვაკის კორტებთან 31 დეკემბერს მოხდა.  მომხდარი მკვლელობის საქმეზე მალხაზ ბაგათელია დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა.