რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯი

11.08.26 12:01
რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯი

რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტში „თბილისი ენერჯი“ სრული დატვირთვით ჩაერთო.

კომპანიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე ამორტიზებული გაზის ქსელი ევროპული სტანდარტის მილებით იცვლება. „თბილისი ენერჯის“ ცნობით, დამონტაჟდება უახლესი დაცვის მექანიზმები და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები.

რუსთაველის გამზირზე გაზის ქსელის რეაბილიტაციისა და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობის ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს.

განახლებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად შეამცირებს ავარიული დაზიანებების რისკს და აბონენტების უწყვეტ და უსაფრთხო გაზმომარაგებას უზრუნველყოფს"- აცხადებენ "თბილისი ენერჯიში". 

NS

მსგავსი სიახლეები