16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

11.08.26 12:08
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

“სელფი მობაილი” აგრძელებს ქსელის უწყვეთ განახლებას, რათა გაზრდილი მოხმარების 
პირობებშიც სწრაფი და ხარისხიანი კავშირი გქონდეს. 

ივლისში „სელფის“ ქსელს 5 საბაზო სადგური დაემატა - თბილისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში. Ამასთან, უკვე არსებული სადგურები 92 ლოკაციაზე გაძლიერდა - მოდერნიზაცია 
ჩატარდა თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, ქუთაისში, კოპიტნარსა და აჭარის 
დასახლებებში. შედეგად: 

  • მთელი ქსელის მასშტაბით 5G-ით ფაილების ატვირთვის სიჩქარე თითქმის 16%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოტოების, ვიდეოების და სხვა დიდი 
  • მოცულობის ფაილების გაზიარება გაცილებით უფრო სწრაფად შეგიძლია; 
  • თბილისში გაიზრდა ინტერნეტით ფაილების ჩამოტვირთვის და ატვირთვის სიჩქარე, 
  • მათ შორის 5G-ით ატვირთვის სიჩქარე 17.4%-ით გაიზარდა; 
  • რუსთავში ქსელის რეაგირების დრო თითქმის მეოთხედით, 24%-ით გაუმჯობესდა, ხოლო 5G ინტერნეტით ატვირთვის სიჩქარე თითქმის 15%-ით გაიზარდა; 
  • ბათუმში 4G ქსელის რეაგირების დრო 15.3%-ით გაუმჯობესდა, ხოლო 5G-ით ატვირთვის საშუალო სიჩქარე გაორმაგდა; 
  • 4G ქსელმა, მაის–ივნისის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 7.2%
  • ით მეტი ინტერნეტ ტრაფიკი გაატარა და მოემსახურა 4.4%ით მეტ აქტიურ 
  • მომხმარებელს. გაზრდილი დატვირთვის მიუხედავად, ქსელის მასშტაბით ხარისხი იყო სტაბილური, ხოლო არაერთ ქალაქსა და რეგიონში - გაუმჯობესდა;
  • Ფაილების ჩამოტვირთვის სიჩქარის ზრდა გვაქვს გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, ქუთაისში, აჭარაში, სამეგრელოში, შიდა ქართლსა და იმერეთში;
  • აჭარასა და მცხეთა-მთიანეთში 5G-ით ფაილების ჩამოტვირთვის სიჩქარის ყველაზე მაღალი ზრდა იყო. 

"სელფი” უწყვეტად მუშაობს ქსელის გაუმჯობესებაზე, რომ ყოველდღე კიდევ უფრო სანდო და სტაბილური კავშირი გქონდეს.

NS

მსგავსი სიახლეები