თბილისის ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდა
თბილისის ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდა. ინფორმაციას კომპანია "თბილისი ენერჯი" ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება შეწყდა ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონში.
ჩუღურეთის რაიონი: ივეთუბანი, სანერგე მეურნეობა, მახათას მტა, ბარაკონი, გურამ გაბისკირიას ქუჩა...
ნაძალადევი: სანერგე მეურნეობა.
კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება 26 ნოემბერს, 18:30 საათზე შეწყდა და 27 ნოემბრის 16:00 საათზე აღდგება.