WHO-მ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "შემაშფოთებელი ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა

27.11.21 10:33
WHO-მ კორონავირუსის ახალ  ვარიანტს "შემაშფოთებელი ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალ  ვარიანტს "შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიანიჭა.

ორგანიზაციის ცნობით,  ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტი აფრიკაში, 24 ნოემბერს დაფიქსირდა და სავარაუდოდ, სხვა ვარიანტებთან შედარებით მაღალი რეინფიცირების მაჩვენებლით გამოირჩევა.

ახლახან აღმოჩენილ შტამს ჯანმრთელობის  მსოფლიო ორგანიზაციამ ,,ომიკრონი“ უწოდა.

მათი განმარტებით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი რამდენად გადამდებია ახალი შტამი და რამდენად ეფექტური იქნება არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტის დაფიქსირების გამო სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს აშშ-მ,დიდმა ბრიტანეთმა, ისრაელმა, იაპონიამ, იტალიამ, ჩეხეთმა და გერმანიამ.

მსგავსი სიახლეები