მრავალსართულიანი კორპუსი სკვერის ნაცვლად - ქუთაისში აქცია იმართება
ქუთაისში განჯის ქუჩის მცხოვრებლები აქცია მართავენ. მოსახლეობა სკვერის ნაცვლად მრავალსართულიან კორპუსს აშენებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სამშენებლო სამუშაოები დარღვევით მიმდინარეობს, ნიადაგი არამდგრადია, რაც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.
ტერიტორიაზე რეკრეაციულო ზონა უნდა ყოფილიყო, თუმცა გამწვანების ნაცვლად ადგილზე კორპუსი შენდება. მცხოვრებლების თქმით, სამუშაოებს კომპანია "იბერია სტარ გრუპი" აწარმოებს, რომლის მფლობელის, დავით კოსტავას შვილი, მაგდა კოსტავა, ქუთაისის საკრებულოს წევრია. ადგილობრივები კომპანიის ლობირებაში მერიასა და დევნილთა სამინისტროს ადანაშაულებენ.