დაირღვა თუ არა კანონი ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანით? - რას ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში

15.08.26 10:49
დაირღვა თუ არა კანონი ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანით? - რას ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში

დაირღვა თუ არა კანონი ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანით? - მთავარი კითხვა ასეთია: ჰქონდა თუ არა კომპანია „სოლიდუსს“ კანონიერი უფლება, ენგურის ხიდის გავლით აქციზური საქონელი გაეტანა?

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში "რადიო თავისუფლებას" განიცხადეს, აფხაზეთში კერძო კომპანისი მიერ საწვავის შეტანით კანონი არ დარღვეულა.

თუ კობახიძის უწყებას დავუჯერებთ, საგადასახადო კოდექსი სპეციალურ საწარმოებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლებას აძლევს და მათთვის საწვავის შეტანაზე აკრძალვა არ დაუწესებია.

„სპეციალურ საწარმოებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლება აქვთ. საგადასახადო კოდექსი მათ არ უწესებთ საწვავის შეტანაზე აკრძალვას“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

დადასტურებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ოკუპირებულ აფხაზეთში ენგურის ხიდის გავლით დამატებით ჯამში 400 ტონა ბენზინი შევიდა.

„თუკი მოთხოვნა იქნება, გავიტანთ ისევ“ - უთხრა "ტვ პირველს" კომპანია „სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ.

ასვევე გუშინ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარმიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ინფორმაციით, იმ მომნეტისთვის ენგურის ხიდი გადაკვეთა 30-მა  ბენზინმზიდმა.  ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ცნობით, თითოეულში 30 ტონა საწვავი იყო.