"კედლებიდან წყალი ჩანჩქერივით ასხამდა, ყოველი წვიმის დროს სიკვდილს ვუყურებთ თვალებში"- დატბორილი მოსახლეობა
უხვი ნალექის შედეგად, თბილისის რიგ უბნებში მოსახლეობას პირველი სართულები სრულად დაეტბორა - განაგდურებულია ავეჯი და ტექნიკა. ხალხი ამბობს, რომ ყოველი წვიმის დროს "სიკვდილს თვალებში უყურებენ".
განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო პლეხანოვზე - წინამძღვრიშვილის ქუჩის მოსახლეობა ამბობს, რომ წყალი მათი სახლის კედლებიდან "ჩანჩქერივით ასხამდა".
კედლებიდან წყალი მოჟონავდა ხალხო. მდინარესავით მოდიოდა, გავგიჟდი. იქნებ ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას პრობლემა. ხომ შეიძლება, რომ რაღაცა გაკეთდეს. აბსოლუტურად ყველაფერი გამიფუჭდა და მარტო მე არა, ყველას. ადამიანები ვართ არა", - ამბობს წვიმის შედგად დაზარალებული.
მეორე მეზობლის კედლიდან ჩვეულებრვიი ჩანჩქერი გადმიოდა. ასეთ მდგომარეობაში რომ არის შენობა, დარწმუნებული ვარ, რამოდენიმე ხანში ეს შენობა ჩავარდება. არის საშიშროება, რომ ხალხი დაიხოცება". - აცხადებს მოქალაქე.
ყოველი წვიმა ჩვენთვის არის სიკვდილთან ასოცირებული. ამ დროს სიკვდილს ვუყურებთ თვალებში. 4-ვე ჭა იყო წყლით დაფარული, შემდეგ წყალმა უკან დაიწყო ამობრუნება კანალიზაციის მილებში. ალბათ, დღესაც დავიტბორებით. სანიაღვრეები ზოგადად გაუქმებულია და საკანილაზიციო მილებია დარჩენილი". - ამბობს ადგილობრივი.
რთული ღამე იყო გუშინ თბილისის მოსახლეობისთვის - კოკისპირული წვიმის შედეგად, მოქალაქეებს სახლების პირველი სართულები დაეტბორათ. ხალხი მთელი ღამე დახმარებას ითხოვდა. სამაშველო სამსახური გამოძახების გაზრდილი რაოდენობის გამო რიგ ადგილებზე ასვლას ვერ ახერხებდა, რის გამოც პლეხანოვზე, ხუდადოვის ქუჩის მოსახლეობამ გზაც კი გადაკეტა.
მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ წყალი კორპუსის საძირკველიდანაც კი შედიოდათ სარდაფებში. დაფიქსირდა გაზსადენი მილის დაზიანების შემთხვევაც.
ასევე წყალი შევიდა მეტროსადგურებში "რუსთაველი" და "ვაჟა ფშაველა".
კოკისპირული წვიმის შედეგად გზიდან ქვა-ღორღი ჩამოდიოდა, რის გამოც ავტომობილები მოძრაობას ვერ ახერხებდნენ.
განსაკუთრებით მძმე ვითარება იყო თმარაშვილის გამზირზე, სადაც მანქანები ფაქტობრივად წყალში დაცურავდნენ.
ასევე ნახეთ:
თბილისის მერია: დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები - "რუსთაველი" და "ვაჟა-ფშაველა"