ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერება - ბათუმის აეროპორტში 2 პირი დააკავეს

15.08.26 12:35
ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერება - ბათუმის აეროპორტში 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება - 560 აბი „პრეგაბალინი".

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მსგავსი სიახლეები