"წყალმა სულ ფეკალიები ამოიტანა" - წინამძღვრიშვილის მოსახლეობა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობაზე საუბრობს

15.08.26 13:06
"წყალმა სულ ფეკალიები ამოიტანა" - წინამძღვრიშვილის მოსახლეობა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობაზე საუბრობს

ხალხი დახმარების მოლოდინშია - ძლიერი წვიმის გამო, თბილისის ათამდე რაიონში ათობით ოჯახი დაზარალდა. დატბორილ სახლებში განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. უმძიმესია ვითარებაა ისეთ უბნებში, სადაც მოსახლეობა ძველ შენობებში და სარდაფებში ცხოვრობს. 

მერიაში ამბობენ, რომ გაწმენდით სამუშაოებს დილიდან ატარებენ - რეცხავენ სანიაღვრე ქსელებს და ქვა-ღორღისგან ასუფთავებენ გზებსაც, მაგრამ მოქალაქეები "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიში აცხადებენ, რომ მთავარი პრობლემა მოუგვარებელი რჩება. მათი თქმით, პრობლემა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისმეტებშია.

შეერთებულია ეს წყალი, კანალიზაცია და ყველაფერი სიბინძურე ერთმანეთში. შარშანაც ასეთი ამბები იყო. ვიდრე აქ ახალი მილები არ ჩაიყრება და არ შუერთდება იმ ქუჩას, სადაც გასკდა და სწორედ იქიდან წამოვიდა,  მანამ ასე იქნება. ძველს ახალი გადააერთეს და მაგიტომ ხდება ასეთი ამბები. მივმართეთ რამდნჯრმე. რაც ეს მონაკვეთი ჩაიკეტა, მას შემდეგ ნელ-ნელა შემოგვეჩვია ეს წყალდიდობები. ადრე ორი ვკირა მოდიოდნენ და  სარდაფებიდან წყალს ტუმბავდნენ, როგორ არ დავწერეთ განცხადება, მაგრამ ჩვენს ქუჩას ახალი კაპიტალური სისტემის ჩაყრა არ ეღირსა. კი მერიიდან და ადგილობრივი გამგეობიდან მოდიან, ვერ ვიტყვით, რომ არ მოდიან, მაგრამ ძალიან უსუსური ტექნიკით - ძველი ტრუბიდან ძველ ტრუბაში სვავენ, წვალობენ ძალიან, მაგრამ ეს რეზულტატს არ იძლევა". - ამბობს მაცხოვრებელი. 

სავსეა სულ ქვედა ოთხები, წყალმა ამოიტანა მთელი ფეკალიები და კანალიზაცია. არ მუშაობს გარე, ცენტრალური კოლექტორი წესიერად. დილით ვნახე ამოტუმბვას აკეთებდნენ, მაგრამ იმდენი წყალია, იმას რა ამოტუმბავს. სანამ დამჭერი კანალიზაციების სანიაღვრე არ გაკეთდება, ამას არაფერი არ ეშველება. ჩვენ აქეთ სარდაფები გვაქვს - სავსეა წყლით". - ამბობს მოქალაქე. 

სახლი ინგრევა, ისტორიული ძეგლების განაგურება ხდება. მთელი ქუჩა მოვითხოვთ, ცალ-ცალკე იყოს სანიაღვრე, ცალკე იყოს კანალიზაცია", - აცხადებს ადგილობრივი. 

რთული ღამე იყო გუშინ თბილისის მოსახლეობისთვის - კოკისპირული წვიმის შედეგად, მოქალაქეებს სახლების პირველი სართულები დაეტბორათ. ხალხი მთელი ღამე დახმარებას ითხოვდა. სამაშველო სამსახური გამოძახების გაზრდილი რაოდენობის გამო რიგ ადგილებზე ასვლას ვერ ახერხებდა, რის გამოც პლეხანოვზე, ხუდადოვის ქუჩის მოსახლეობამ გზაც კი გადაკეტა.

მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ წყალი კორპუსის საძირკველიდანაც კი შედიოდათ სარდაფებში.  ასევე წყალი შევიდა მეტროსადგურებში "რუსთაველი" და "ვაჟა ფშაველა".

კოკისპირული წვიმის შედეგად გზიდან ქვა-ღორღი ჩამოდიოდა, რის გამოც ავტომობილები მოძრაობას ვერ ახერხებდნენ.

განსაკუთრებით მძმე ვითარება იყო თმარაშვილის გამზირზე, სადაც მანქანები ფაქტობრივად წყალში დაცურავდნენ. 

მსგავსი სიახლეები