პატიმრების მშობლები მესტიაში მოსახლეობას გაზეთებს ურიგებენ

15.08.26 13:41
პატიმრების მშობლები მესტიაში მოსახლეობას გაზეთებს ურიგებენ

პატიმრების მშობლები სვანეთის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ - დღეს "სიმართლის გამავრცელებელი მოძრაობის" წევრები მესტიაში იმყოფებიან. პროევროპული აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდების  ოჯახის წევრები ხალხს გაზეთებს სახელწოდებით - “თავისუფლების ხმა ციხიდან“ ურიგებენ.

ამ გაზეთებშია წერილები, რომლებიც პატიმრებმა ციხეებში დაწერეს და სადაც აღწერენ, თუ რის გამო არიან პატიმრობაში.  

მშობლების თქმით, კამპანიის მიზანია, მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა გაიგოს, რისთვის არიან ციხეში გამოკეტილი, პროევროპული აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდები.

პატიმრების ოჯახის წევრები უკვე იმყოფებოდნენ საქართველოს 46  ქალაქსა და რაიონში.

მსგავსი სიახლეები