"წინასწარ შეიძინა მაყუჩიანი იარაღი" - მოკლული ბიზნესმენის ოჯახი ამბობს, რომ მალხაზ ბაგათელიამ მკვლელობა წინასწარ დაგეგმა

15.08.26 15:18
"წინასწარ შეიძინა მაყუჩიანი იარაღი" - მოკლული ბიზნესმენის ოჯახი ამბობს, რომ მალხაზ ბაგათელიამ მკვლელობა წინასწარ დაგეგმა

ახალი წლის ღამეს, თბილიში კორტებთან მოკლული ბიზნესმენის ოჯახი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ - მალხაზ ბოკუჩავას ნათესავებს აქვთ ეჭვი, რომ  მკლელობაში ბრალდებულ კაცს სამედიცინო დოკუმენტის გაყალბებაში დაეხმარნენ, რის გამოც ის ციხის ნაცვლად სამკურნალოდ  ფსიქიატრიულში გაუშვეს.

მოკლულის ოჯახი დარწმუნებულია რომ ბიზნესმენის მეგობარს დანაშაულის ჩადენა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. მალხაზ ბოკუჩავას რძლისთვის ეჭვის ერთ-ერთი საფუძველია ისიც, რომ მკვლელობაზე რამდენიმე დღით ადრე ბაგათელიამ ცოლის სახელზე არსებული ქონება სიძეზე გაასხვისა, რიგი ქონება კი დაზე გადააფორმა. ამის შესახებ საქმეზე ჩატარებული ალტერნატიული გამოძიებით ხდება ცნობილი. 

ასევე ბოკუჩავას რძალი ამბობს, რომ დაკავებულმა კაცმა წინასწარ შეიძინა მაყუჩიანი იარაღი და წინასწარ მოამზადა გასაქცევი ჩანთაც, ასევე თავად შეარჩია ადგილი, ვაკის კორტებთან, სადაც მალხაზ ბოკუჩავა დაიბარა. 

მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ბაგათელიამ ცოლის სახელზე არსებული ქონება გაასხვისა სიძეზე, შემდეგ და, რომელიც საბერძნეთში სამუშაოდ იყო წასული, სასწრაფო წესით ჩამოიყვანა საქართველოში და ახლობლებს განუცხადა, რომ მის ძმას სჭირდებოდა დახმარება. კიდევ ერთი ქონება შემდეგ დის სახელზე გადააფორმა ფორმალურად. ასევე ფორმალურად განქორწინდა, თუმცა, ცოლმა გამოძიებას განუცხადა, რომ ეს იყო ფორმალური განქორწინება, იმიტომ, რომ მის მეუღლეს დასჭირდა ეს, თუმცა არ დააკონკრეტა რისთვის დასჭირდა. გაყიდა ძვირადღირებული ავტომობილი, მერსედესიის ფორმის,  რომლის საბაზრო ღირებულება 80 ათასი დოლარია და შეიძინა შედარებით ბიუჯეტური ავტომობილი. 

ასევე წინასწარ შეიძინა მაყუჩიანი იარაღი და წინასწარ მოამზადა გასაქცევი ჩანთა. სამოქალაქო ბრუნვიდან არის ამოღებული იარაღი და არ შეგვიძლია ხომ რიგითმა მოქალაქეებმა მაღაზიაში შევიდეთ და შევიძინოთ. მაყუჩიანი იარაღი მზადდება კუსტარული წესით და გამოიყენება იმისთვის, რომ დანაშაული დაიფაროს ან გაადვილდეს დანაშაულის ჩადენა. ისმის კითხვა, თუ ეს გააზრებული არ ჰქონდა ბაგათელიას, მაშინ რისთვის მივიდა მკვლელობის ადგილას მაყუჩიანი იარაღით", - განაცხადა მალხაზ ბოკუჩავას რძალმა. 

გარდაცვლილი კაცის რძლის თქმით, გამოძიების ეტაპზე საქმეში დევს თავად ბაგათელიას ჩვენება, სადაც დაკავებული აცხადებს, რომ მკვლელობა წინასწარ ჰქონდა განზრახული და შემდეგ უკვე სისრულეშიც მოიყვანა. 

ის, რომ ბაგათელია შეურაცხადი არ ყოფილა, ამას ადასტურებს მკვლელობაში ბრალდებულის ცოლის ჩვენებაც, რომელიც ამბობს რომ მის ქმარს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია.

ბაგათელია ამბობს, მე ვიცოდი, რას ჩავდიოდიო. ვიცოდი, რომ კანონსაწინააღმეგო ქმედება იყოო, მაგრამ უნდა განმეხორციელებია ესო- უნდა მომეკლაო. ბაგათელიას ცოლი ამბობს, რომ ბაგათელია იყო ოჯახში გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანი და სამედიცინო დოკუმენტები  ადასტურებს იმას, რომ ბაგათელიას დიაგნოზი იყო ფსიქიკურად ჯანსაღი. ასევე ერთ-ერთ ცნობაში წერია, რომ ის არასოდეს ყოფილა აღრიცხული სამედიცინო დაწესებულებაში ფსიქიკური პრობლემების მხრივ. ასე რომ ისმის კითხვა - რას დაეყრდნო ექსპერტიზა, როდესაც თქვა, რომ ბაგათელია იყო შეურაცხხადი 31 დეკემბერს. ერთი წინადადებაც კი არ არის ნახსენები ექსპერტიზის დაკსვნაში 31 დეკემბრის მოვლენებთან დაკავშირებით. ნუ ფაქტია, რომ სახეზე გვავს ან ექსპერტის არაკომპეტენტურობა, ან კორუფციული გარიგება", - ამბობს მოკლული რძალი.

ყველა გამომძიებელი, პოლიციელი ამბობს, რომ ბაგათელია იყო ჯანმრთელი. არ გამოვრიცხავთ, რომ ბაგათელიას ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ ის ამას ჩაიდენდა. ჯერ არ გვინდა ამაზე საუბარი. ძალიან საეჭვოა, რომ შვილი თან ახლა, მაგაზე ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ", - აცხადებს მოკლულის შვილი. 

ვაკის კორტებთან მალხაზ ბოკუჩავას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ ბაგათელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა რამდენიმე დღის წინ შეწყდა. მიზეზი ექსპერტიზის დასკვნა გახდა, სადაც წერია, რომ  ბრალდებულს შეურაცხადობა დაუდგინდა. 

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ბაგათელიას ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 4 წლით იძულებითი მკურნალობა დაენიშნა.

შეგახსენებთ, რომ მკვლვლობა ვაკის კორტებთან 31 დეკემბერს მოხდა.  მომხდარი მკვლელობის საქმეზე მალხაზ ბაგათელია დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა.