მძღოლს, რომელიც გომის მთაზე მომხდარი ავარიისას მიკროავტობუსს მართავდა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
მძღოლს, რომელიც გომის მთაზე მომხდარი ავარიის დროს მიკროავტობუსს მართავდა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მძღოლი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფებოდა, მას ავარიის შედეგად, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, ის სასამართლოში კლინიკიდან მიიყვანეს.
12 აგვისტოს, გომის მთის გზაზე ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 20 პირი.
შსს-გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.