დატბორილი სახლები და სარდაფები, წყალი მეტროში - ჩანჩქერები ქუჩაში - წვიმის შედეგები თბილისში
ერთი საღამოს ძლიერმა წვიმამ ხალხს ყველაფერი გაუნადგურა. ისედაც ძველი ავარიული სახლების სარდაფები წყლით გაივსო. დაიტბორა პირელი სართულები. აღარ ვარგა ავეჯი, დანესტილია კედლები, გამოსაცვლელია იატაკი. არავინ იცის ჩაირთვება თუ არა გაშრობის შემდეგ ელექტრო ტექნიკა.
ძველი უბნების მაცხოვრებლები მერიას დატბორვის საფრთხის შესახებ არაერთხელ აფრთხილებდნენ, თუმცა ამ ადამიანებისთვის დახმარება არავის აღმოუჩენია. მოქალაქეებს ეჭვი აქვთ, რომ ისედაც ავარიული სახლები, დატბორვის შემდეგ, კიდევ უფრონ მეტად დაზიანდა, რადგან წვიმამ საძირკველი გამორეცხა.
სანიაღვრე სისტემაში ღამით წყალი ჩასვლის ნაცვლას ამოდიოდა, მოსახლეობა ამბობს, რომ თან მოჰყვებოდა ფეკალური მასებიც. არსებობს ეჭვი, რომ სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელი ერთმანეთზეა დაერთებული, რაც კატეგორიულად არ შეიძლება. ჩიხების გარდა მძიმე ვითარება იყო ცენტრალურ ქუჩებზეც.