ოკუპირებული სოხუმის საავადმყოფოდან პატიმარი გაიქცა

15.08.26 18:52
ოკუპირებული სოხუმის საავადმყოფოდან პატიმარი გაიქცა

14 აგვისტოს, ღამის საათებში, ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პატიმარი ალმასხან გუმბა გაიქცა. 

არსებული ინფორმაციით, გუმბა საავადმყოფოში წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაიყვანეს. თუმცა, მან პალატა თვითნებურად დატოვა და ტერიტორია მიატოვა.

მომხდარს ე.წ. პროკურატურა იძიებს - მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები მსჯავრდებულის ადგილსამყოფლის დასადგენად და მის დასაკავებლად.

დაკითხეს ის თანამშრომლები, რომლებსაც მსჯავრდებულის დაცვა ევალებოდათ.