საქართველომ 4 800 ტონაზე მეტი ირანული საზამთრო იყიდა

15.08.26 21:03
საქართველომ 4 800 ტონაზე მეტი ირანული საზამთრო იყიდა

მიმდინარე წელს საქართველოში საზამთროს იმპორტი თითქმის გასული წლის დონეზეა, მთავარი მომწოდებელი კი ირანია - ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. 

წლის პირველ ნახევარში საზამთროს იმპორტი უმნიშვნელოდ გაიზარდა და 2.9 მლნ დოლარის 9 567.5 ტონა შეადგინა. გასული წლის იმავე პერიოდში კი მაჩვენებელი 2.89 მლნ დოლარი და 9 560.6 ტონა. ბაზრები ასე გამოიყურება:

  • ირანი - $1.5 მლნ / 4 823.5 ტონა
  • თურქეთი - $1.3 მლნ / 4 335.6 ტონა
  • უზბეკეთი - $68.4 ათასი / 228 ტონა
  • აზერბაიჯანი - $53.1 ათასი / 166.4 ტონა
  • ნიდერლანდები - $21.3 ათასი / 14 ტონა

რაც შეეხება ექსპორტს, საქსტატის 6 თვის მონაცემებით, 33.6 ათასი დოლარის 67.4 ტონა პროდუქტი გავიდა ექსპორტზე. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღირებულება 88%-ით, ხოლო მოცულობა 91%-ით არის შემცირებული.

მსგავსი სიახლეები