საწვავის ახალი პარტია ოკუპირებულ აფხაზეთში - აქტივისტები საფრთხეებზე საუბრობენ

16.08.26 13:33
საწვავის ახალი პარტია ოკუპირებულ აფხაზეთში - აქტივისტები საფრთხეებზე საუბრობენ

აქტივისტები ფიქრობენ, რომ საწვავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში შევიდა, იქ მცხოვრებ ხალხს და არც ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ხმარდება. მათი თქმით, ადგილობრივებსაც აინტერესბთ სად მიდის ამდნენი საწვავი. 

ამასთან, აქტივისტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველო უკრაინის ლეგიტიმური სამიზნე გახდეს, რადგან სწორედ აქედან გადის ოკუპირებულ აფხაზეთშ საწვავი, რომელიც შესაძლოა, რუსულ ბაზებს ხმარდებოდეს. 

გალის რაიონშიც არ არის საწვავი და ერთმანეთს ეკითხებიან, სად წავიდა ამდენი საწვავი. რეალურად, არც სოხუმში, არც გაგრაში, გუშინაც ვუყურებდი, ვათვალიერებდი აფხაზურ საიტებს, იქაც მწვავე კრიზისია საწვავის. ამდენი საწვავი არც იქაურ დე ფაქტო მილიციას დასჭირდება, არც იქაურ დე ფაქტო ხელისუფლებას, არც რამდენიმე საავადმყოფოა და სასწრაფო. მაშინ კითხვა იბადება, სად წავიდა ამდენი საწვავი? აქედან გამომდინარე, ვვარაუდობთ იმას, რომ ადრესატამდეც არ მიდის ეს საწვავი. ხმარდება თუ არა იქაურ რუსულ ბაზებს, ესეც არ ვიცით და არ ჩანს. ფაქტია, რომ საზოგადოებამდე არ მისულა.

შეიძლება უკრაინისთვის უკვე ეს ლეგიტიმური სამიზნე გახდეს იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა, როგორც ვხედავთ ჩვენ, ყველა ბენზინგადამამუშავებელ ქარხნებს რუსეთის ტერიტორიაზე ანადგურებს. ეს შეიძლება, მან აღიქვას როგორც საფრთხე და ესეც ლეგიტიმური გახდეს და ისიც გაანადგუროს, რომელიც შეიტანს. ეს უკვე ესკალაციისკენ მიდის პროცესი, რაც საფრთხის შემცველია ჩვენთვის, მაგრამ ვინ უწყობს ამ ესკალაციას?, - ამბობს ნუკრი ნოდია.

კიდევ ერთი აქტივისტი ამბობს, რომ თუკი აღნიშნული საწვავი ნამდვილად რუს სამხედროებს ხმარდება, მაშინ საქმე გვაქვს დანაშაულთან. 

ის, რომ, დავუშვათ, შენ ეხმარები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, ეს ყველას მოეწონება, დასავლეთი იქნება თუ სხვა იქნება, სამშვიდობო პოლიტიკის განხრით. მაგრამ თუკი გაირკვა ის, რომ ეს საწვავი გამოიყენა იქ მყოფმა რუსეთის სამხედროებმა, რომელიც ხმარდება უკრაინის წინააღმდეგ ომს, მაშინ უკვე გვაქვს საქმე დანაშაულთან. ამიტომაც ძალიან საფრთხილო საქმეა და ამიტომ არის დასაფიქრებელი, რა მექანიზმები არსებობს ამ საწვავის განაწილების, - ამბობს შმაგი სამხარაძე. 

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის ახალი პარტია შეიტანეს - ინფორმაცია და კადრები მაია კალანდიამ და მარიამ სიჭინავამ გაავრცელეს.

კადრების თანახმად, ენგურის ხიდი ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან კიდევ სამმა საწვავმზიდმა გადაკვეთა.

აქტივისტი წერს, რომ ისინი ხიდთან მდებარე ქართულმა საგუშაგომ უპრობლემოდ გაატარა.

ამასთან, კომპანია, "ქონექთმა" რომლის საწვავიც ოკუპირებულ აფხაზეთში გადის, გუშნ პირველი განმარტება გააკეთა.

განცხადების მიხედვით, მიმდინარე წელს, კომპანიისგან ბენზინის ტიპის საწვავი შეიძინა შპს „სოლიდუსმა“, რომელმაც გადაიხადა პროდუქციის ღირებულება და ეტაპობრივად ახორციელებს მის გატანას.

"ქონექთში" ამბნენ, რომ ის, თუ სად განახორციელებს შპს „სოლიდუსი“ ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას, მათთქნ არ თანხმდება და სცდება ქონექთიწ პასუხისმგებლობის ფარგლებს. 

უკვე დღეს "ქონექთმა" დააზუსტა, რომ საწვავის მიწოდება "სოლიდუსისთვის" ხელშეკრულების ფარგლებში მოხდა, თუმცა და დამატებით მიწოდებას აღნიშნულ შპს-ზე არ იგეგმება.