შენობა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებდა, გაიყიდა - რას ამბობს ოპოზიცია
შენობა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებდა, აუქციონზე გაიყიდა. კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობა დაახლოებით 35 მილიონ ლარად გაასხვისეს.
ირკვევა, რომ შენობის ახალი მფლობელი კომპანია "ჯეოტეკ დისტრიბუცია", რომლის დირექატორიც კახაბერ კობა ივანოვი "ოცნებასთან" დაახლოებული პირია.
გარიგება უკვე შედგა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა ფუნქცია ექნება ისტორიულ შენობას ახალი მფლობელის ხელში.
კოალიცია ცვლილებისთვის წევრი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ შენობის გასხვისება ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან დაშორების პოლიტიკის გაგრძელებაა. დონაძე ყურადღებას შენობის ახალ მფლობელზეც ამახვილებს და აცხადებს, რომ ქონება „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა ბიზნესმა შეიძინა.
სახელმწიფო პოლიტიკა არის, რომ ევროკავშირს და ნატოს ჩამოშორდეს საქართველო და შესაბამისად, როიდესაც ნატოს ჩამოშორდები, არ სჭირდება ოფისი, იმიტომ, რომ ამ მიმართულებით არ მიდის მუშაობა. ეს იყო საინფორმაციო ცენტრი, ეს ოფისი იყიდა კახა კალაძესთან დაახლოებულმა ბიზნესმა, შესაბამისად, ეს ახლა შეიფუთება, რომ იმაზე ძვირად გაიყიდა, ვიდრე ამას სახელმწიფო ვვარაუდობდა, ანუ გამოტანილი იყო აუქციონზე, იმაზე მეტად გაყიდეს, ვიდრე იყო გამოტანილი, შესაბამისად, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ფული აქვს ისევ "ქართულ ოცნებას" და ამ ოფისში იმაზე მეტ თანხას იშოვის, რამდენიც გადაიხადა. ანუ ფიზიკურად საქართველოში უკვე აღარ დარჩა ბიზნესმენი, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" არ არის დაახლოებული და შეძლებს ამ ქონების შესყიდვას, - ამბობს ბესიკ დონაძე.
„ლელოში“ კი შენობის გასხვისებას სიმბოლურ დატვირთვასაც ანიჭებენ. ნიკა ჩერქეზიშვილის შეფასებით, ეს მხოლოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია არ არის და ხელისუფლება საქართველოს ევროპული განვითარების იდეას ფინანსური და კომერციული ინტერესებით ანაცვლებს.
ეს არ არის უბრალოდ უძრავის ქონების პრივატიზაცია. ეს არის სიმბოლური ცვლილება საქართველოს ევროპული განვიტარების იდეას ანაცვლებს ფინანსური და კომერციული ინტერესები. ამ ფინანსური და კომერციული ინტერესების უკან, როგორც ყოველთვის, დგანან "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები ან მათთან დაახლოებული პირები. ამ შემთხვევაშიც დაკმაყოფილდება კონკრეტული ჩინოვნიკების ან ხელისუფლების წარმომადგენლების ფინანსური ინტერესები და საქართველო დაკარგავს იმ სიტორიულ მეხსიერებას, იმ უმნიშვნელოვანეს მოცემულობას. ამ შემთხვევაში ეს შენობა ისტორიული ად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსაც წარმოადგენს და ისევ ფინანსური და კომერციული ინეტერსები შეჭამს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტეერსებს, - ამბობს ნიკა ჩერქეზიშვილი.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი „ოცნების“ ხელისუფლებამ გასულ წელს გააუქმა, მისი ფუნქციები კი საგარეო საქმეთა სამინისტროს გადააბარა.
გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.