კახეთში გასაყიდ ატამს ნაგავსაყრელზე ყრიან - გლეხები მიზეზებზე საუბრობენ

16.08.26 15:13
კახეთში გასაყიდ ატამს ნაგავსაყრელზე ყრიან - გლეხები მიზეზებზე საუბრობენ

კახეთში, სოფელ ჩუმლაყში, გასაყიდ ატამს ნაგავსაყრელზე ყრიან. სამოქალაქო აქტივისტი უჩა ქემაშვილი აცხადებს, რომ გლეხები მოსავლის რეალიზებას ვერ ახერხებენ და იძულებული ხდებიან, პროდუქცია ნაგავსაყრელზე დატოვონ.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ტერიტორია საღი ატმითა და ხილით სავსე ყუთებითაა გადავსებული.

ადგილობრივი ფერმერების ნაწილი ადასტურებს, რომ მოსავალი უფუჭდებათ და პროდუქციის დროულად გასაღების პრობლემა აქვთ. მათი თქმით, შექმნილი ვითარების გამო იძულებული არიან, ატამი მყიდველებს დაბალ ფასად გაატანონ, რათა მოსავალი სრულად არ გაუფუჭდეთ.

ხალხმა გადაყარა ეს ატამი იმიტომ, რომ ვერ გაყიდა. კიდევ ხომ ასხია ხეს? უნდა წავიდეს, მოკრიფოს იმის იმედად, რომ იქნებ მომავალში მაინც გაყიდონ. აი, ზევით ვნახეთ, რო,მ ყუთებით არის პირდაპირ გადაყრილი. ერთი-ორი რომ გაფუჭდა, მერე უკვე ვიღაც ნახავს, აღარ იყიდის და მერ ეუკვე მოდიან და ყუთებით ყრიან. სომხებმა შემოიტანეს ჩვენთან საქართველოში და საქართველოსი არ იყიდება და იყიდება შემოტანილი პროდუქტი, - ამბობსა ადგილობრივი. 

 

მსგავსი სიახლეები