ციხის ნაცვლად ფსიქიატრიული - ქალი, რომელსაც მეუღლემ 33 ჭრილობა მიაყენა, ექსპერტს დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს

16.08.26 17:29
ციხის ნაცვლად ფსიქიატრიული - ქალი, რომელსაც მეუღლემ 33 ჭრილობა მიაყენა, ექსპერტს დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს

გურანდა აბულაშვილი, რომელიც ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის შემდეგ სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, ამტკიცებს, რომ სავარაუდო მოძალადემ სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება მოახერხა.

დაზარალებულის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ ყოფილმა მეუღლემ მას 33 ჭრილობა მიაყენა. მოგვიანებით კი, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მამაკაცი შეურაცხადად ცნეს და სასჯელაღსრულების დაწესებულების ნაცვლად ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ქალი ეჭვობს, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ პატიმრობას გავლენებისა და კავშირების გამოყენებით აარიდა თავი. მისი თქმით, სწორედ ამ გარემოებებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბებაც.

როგორც ირკვევა, სავარაუდო მოძალადე წარსულში პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუშაობდა. დაზარალებული საქმის გარემოებებისა და ექსპერტიზის დასკვნის საფუძვლების სრულყოფილ შესწავლას ითხოვს.

ჩემი მეუღლე მუშაობდა მთელი ცხოვრების მანძილზე პროკურატურაში, შემდეგ შემოსავლების სამსახურში, ბოლოს იყო მოქმედი თანამშრომელი მერიის აუდიტის და თუ ადმაიანი შეურაცხადი იყო, არცერთი გადაცდომა ამ ხნის მანძილძე არ ჰქონია. ბაგათელიას საქმესთან დაკავშირებით, გუშინ კიდევ გამყარდა ჩემი ეჭვები, რომ საქმე გვაქვს მაკა დადიანის არაკომპეტენტურობასთან ან კორუფციულ გარიგებასთან.

შეისწავლონ მაკა დადიანის საქმე შესაბამისმა ორგანოებმა, გამოიკვლიონ და ნახონ მისი კომპეტენტურობის საკითხი როგორია ამ ექსპერტიზის დაკსვნებთან დაკავშირებით.

ამ ადამიანს მე ვიცნობდი 10 წლის განმავლობაში და მისთვის მე არაფერი შემიმჩნევია, რომ ის იქნებოდა, ვთქვათ, შეურაცხადი და მან ეს დანაშაული დაგეგმა, მოაწყო ისე, რომ დავრჩენილიყავით მარტო. თუ შეურაცხადი იყო ეს ადმაიანი, ხომ შეიძლებოდა, ოჯახის წევრებთან ერთად დამსხმოდა თავს, გაისტუმრა ისინი. მას ჰქონდა ეს ადგეგმილი რამდენიმე თვით ადრე, დაახლოებით აპრილის თვეში დამემუქრა, "ახლა რომ მოგკლა, ციხეში ხომ არ წავალ შენს გამოო". ეს უტრიალებდა მას თავში და განახორციელა ისე, როგორც მას უნდოდა. მე მაშინვე მივხვდი, რომ აიღო ტელეფონი და მირებდა, თავად მუშაობდა პროკურატურაში, ძალიან კარგად იცოდა რა მუხლი წარუდგებოდა, განზრახ მკვლელობა დამამძმებელ გარემობებში და ადამიანი 16-დან 20 წლამდე იმსახურებდა სასჯელს და 4 წლის ვადით მაკა დადიანის საფუძველზე გაუშვეს ფსიქიატრიულში. ეს ადამიანი 2027 წლის ოქტომბერში გამოვა თავისუფლებაზე და ჩემი სიცოცხლე ისევ საფრთხის ქვეშაა და შესაძლოა, გარშემომყოფებისთვისაც არის საშიში, არა მარტო ჩემთვის, - ამბობს გურანდა აბულაშვილი. 

აბულაშვილის ადვოკატი, რომელიც გაეცნო საექსპერტო დასკვნას, ამბობს,რომ ლევან გადელიას მიმართ მომზადებული დასკვნა არის იდენტური მალხაზ ბოკუჩავას საქმის მთავარი ფიგურანტის მიმართ მომზადებული დასკვნისა. ინტერესების დამცველი პირდაპირ ამბობს, რომ ექსპერტი ან არაკომპეტენტურია, ან მოსყიდული იყო.

შესაძლებელია საკითხი დაიუსვას თითნ ექსპერტის კომპეტენტურობასთან დაკავშირებით და გარდა ამისა, შესაძლებელია, საქმე გვქონდეს სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებთან ან სხვა სახის დანაშაულებრივ ქმედებებთან. ვინაიდან აღნიშნული პიროვნება წლების განმავლობაში მუშაობდა საჯარო სამსახურში, გამოდის, რომ ის, იმ პერიოდში, როდესაც მუშაობდა საჯარო დაწესებულებებში, იყო შეურაცხადი. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ სრულიად არაჯანმრთელი ადამიანი, შეურაცხადი, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მუშაობდა საჯარო სამსახურებში და ჩვეულებრივ ადამიანებთ და მომხმარებლებთან ჰქონდა მას კომუნიკაცია, რაც, რა თქმა უნდა, დაუშვებელია და ყოვლად მიუღებელია, როგორც სამართლებრივად, ასე მორალურადაც. აქედან გამომდინარე ჩნდება გარკვეული სახის ეჭვები ამასთან დაკავშირებით, რომ ზუსტად გაცემულია იდენტური სახის დასკვნა, - ამბობს ინტეერსების დამცველი.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გურანდა აბუაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით ჯერ განმარტება არ გაუკეთებია. 

მსგავსი სიახლეები