დიდი ოდენობით თაღლითობის და ასევე თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე 5 პირს ბრალი წარედგინა - პროკურატურა
დიდი ოდენობით თაღლითობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულ უცხო ქვეყნის ერთ და საქართველოს ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი ბრალდებული დაზარალებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდა თითქოს დაეხმარებოდა ბინადრობის მოწმობის აღების საკითხში, რის სანაცვლოდ მოტყუებით გამოართვა 14 500 აშშ დოლარი.
ასევე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულს დაჰპირდნენ თითქოს დაეხმარებოდნენ საქართველოში მისი ყოფნის კანონიერი საფუძვლის შექმნასა და საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და უკან დაბრუნების საკითხში, რის სანაცვლოდ მოსთხოვეს 5000 აშშ დოლარი, წინასწარ გამოართვეს 3000 აშშ დოლარი.
„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (დიდი ოდენობით თაღლითობა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა) წარედგინათ.
აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - აღნიშნავს პროკურატურა.
მსგავსი სიახლეები
ციხის ნაცვლად ფსიქიატრიული - ქალი, რომელსაც მეუღლემ 33 ჭრილობა მიაყენა, ექსპერტს დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს
გურანდა აბულაშვილი, რომელიც ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის შემდეგ სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, ამტკიცებს, რომ სავარაუდო მოძალადემ სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება მოახერხა.