კაცი, რომელმაც ცოლს 33 ჭრილობა მიაყენა, ფსიქიატრიულში გაუშვეს - დაზარალებული ექსპერტიზის დასკვნას ეჭვქვეშ აყენებს

16.08.26 20:15
კაცი, რომელმაც ცოლს 33 ჭრილობა მიაყენა, ფსიქიატრიულში გაუშვეს - დაზარალებული ექსპერტიზის დასკვნას ეჭვქვეშ აყენებს

ორ დღეში უკვე მეორე ბრალდება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს წინააღმდეგ - ქალი, რომელიც ყოფილი მეუღლის ძალადობის შემდეგ სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, ამტკიცებს, რომ მოძალადემ სამედიცინო დასკვნის გაყალბება შეძლო. გურანდა აბულაშვილი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ 33 ჭრილობა მიაყენა, საქმეზე მომუშავე ექსპერტს კორუფციასა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.

მამაკაცი მრავალწლიან პატიმრობას სწორედ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გადაურჩა - ის შეურაცხადად ცნეს და სასჯელაღსრულების დაწესებულების ნაცვლად ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსეს. ძალადობის მსხვერპლი ვარაუდობს, რომ ყოფილმა მეუღლემ მის ხელთ არსებული გავლენებისა და კავშირების გამოყენებით შეძლო მისთვის სასურველი დასკვნის მიღება.

არსებობს ეჭვები და არსებობს ფაქტებიც - დანა, სახრახნისი და ჩაქუჩი. ეს ის ნივთმტკიცებებია, რომლებიც გურანდა აბულაშვილის საქმეში ფიგურირებს. სწორედ ამ იარაღებით მიყენებული დაზიანებების მიუხედავად, ბრალდებული დღეს ციხეში არ იმყოფება.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები