ტყიბულში ნახშირის მოპოვების დროს მიწის მასა ჩამოიშალა - ნანგრევებში სავარაუდოდ, 2 ადამიანია მოყოლილი

27.11.21 15:43
ტყიბულში ნახშირის მოპოვების დროს მიწის მასა ჩამოიშალა - ნანგრევებში სავარაუდოდ,  2 ადამიანია მოყოლილი

ტყიბულში, ნახშირის ღია კარიერული წესით მოპოვების სამუშაოების დროს მიწის მასა ჩამოიშალა. ნანგრევებში სავარაუდოდ, 2 ადამიანია მოყოლილი. თვითმხილველები "პირველებთან" ამბობენ, რომ ნანგრევებიდან  ადამიანის  ხმა ისმის, რომელიც შველას ითხოვს.

ადგილზე საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლებს ელოდებიან. დამატებით დეტალებს "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი ადგილზე არკვევს. 

მსგავსი სიახლეები