ელენე ხოშტარია საავადმყოფოდან გაწერეს

27.11.21 16:52
ელენე ხოშტარია საავადმყოფოდან გაწერეს

​"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია 1 კვირიანი მკურნალობის შემდეგ, საავადმყოფოდან გაწერეს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ე.წ. რეფიდინგის კურსს   ნიუ ჰოსპიტალში გადიოდა. 

გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა ნიუ ჰოსპიტალს. ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია.

ვახო კალოიანს მხარდაჭერის და დახმარების გარეშე, ძალიან გამიჭირდებოდა შიმშილობის დროსაც და ეხლაც. პროფესიონალიზმის გარდა, ყველაზე მთავარი, რაზეც ჩვენი ურთიერთობა იდგა და იდგება, არის ნდობა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ

ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად, ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს.

ყველას ძალიან დიდი მადლობა", - წერს ხოშტარია Facebook-ზე. 

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბერს დაიწყო და 19 ნოემბერს მაშინ  შეწყვიტა, როცა მესამე პრეზიდენტი გლდანის სამკურნალო  დაწესებულებიდან  გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 

მსგავსი სიახლეები