"ადგილობრივ ბაზარზე რთულია ბენზინის მოპოვება" - "სოლიდუსის" მფლობელი საწვავის შესაძენად ქართულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

18.08.26 17:41
"ადგილობრივ ბაზარზე რთულია ბენზინის მოპოვება" - "სოლიდუსის" მფლობელი საწვავის შესაძენად ქართულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

კომპანია "სოლიდუსის", რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში შეაქვს ბენზინი, მფლობელის განცხადებით, საწვავის შესაძენად ქართულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამის შესახებ გიორგი არველაძემ "რადიო თავისუფლებასთან" განაცხადა. 

"სოლიდუსის" მფლობელის თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ბენზინის მოპოვება რთულია. 

ადგილობრივ ბაზარზე რთულია ბენზინის მოპოვება. არ არის ჭარბი ბენზინი აქაც, მარტივი არაა საწვავის შოვნა," - განუცხადა გიორგი არველაძემ "რადიო თავისუფლებას". 

ბიზნესმენის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთს კომპანიამ 680 ტონა ბენზინი მიაწოდა. 

ცნობისთის, 15 აგვისტოს შპს "რეპსოლმა" ("ქონექტი"), რომლისგანაც "სოლიდუსი" ქართულ ბაზარზე ბენზინს ყიდულობდა, განაცხადა, რომ კომპანიაზე "დამატებით მიწოდებას" აღარ გეგმავს. "ქონექტს", სხვა კომპანიების მსგავსად, საქართველოში ბენზინი ევროპული ქვეყნებიდან შემოაქვს.

[ფოტო: "რადიო თავისუფლება"]