"დედა, ცოცხალი ვარ" ვინც დაპოსტა, მისი IP მისამართი უკვე გარკვეული მაქვს - ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე

19.08.26 11:41
"დედა, ცოცხალი ვარ" ვინც დაპოსტა, მისი IP მისამართი უკვე გარკვეული მაქვს - ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე

 

 

12 წლის წინ მლეთიდან გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თქმით, უკვე იცის იმ FB-მომხმარებლის IP მისამართი, ვინც სოფო ბიბილაშვილს დაუწერა - "დედა, ცოცხალი ვარ".

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP მისამართი უკვე გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ მინდა ამის გამხელა, ხელი მეშლება გამოძიებაში" - ამბობს ტარიელ კაკაბაძე. 

შეგახსენებთ, რომ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე გუშინ ღამით ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა.

"მოვიდა დრო" [ასევე ითარგმნება, როგორც: "ჩვენ დრომდე", "წამოვიდა დროზე"] - წერია Facebook-ის პოსტზე.

ვინ დაწერა აღნიშნული პოსტი, ამ დროისთვის უცნობია. დადიანიძის ოჯახის ახლობლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი სიახლეები