გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, ისანსა და ჩუღურეთის რაიონში გაზის მიწოდება დროებით 4400 აბონენტს შეუწყდება
გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, ისანსა და ჩუღურეთის რაიონში გაზის მიწოდება დროებით 4400 აბონენტს შეუწყდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
„გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, 20 აგვისტოს 10:00 სთ-დან 21 აგვისტოს 10:00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდება: ისნის რაიონში: ბაბისხევის ქ. 10, 12, 14, 16, გედევანიშვილის ქუჩას (1-დან 29-ის ჩათვლით), ჯორჯ ბუშის ქ. 60 (მელაანის ქ. 60), საბანაკო დასახლების 1ქ. 2ქ, 3ქ, ყვარელის 2ჩ.3, 103, 107ბ, 109, ვაზისუბნის IIა-ში მდებარე კორპ. 23-ის მიმდებარედ, ელიას მთაზე - ნიაბის ქუჩის მიმდებარედ - აბულის ქუჩის, ელიას მთაზე მშენებარე სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, რატილის, გუჯარეთის 1 და 2 ქუჩის, მელაანის 1, 2, 3, 4, 5, 6 ქუჩების, ბაბისხევის (თამაზ მუჯირიშვილის), ბეღლეთის, გალავნის (გოლოვნის), ზნაურის, კაიშაურის, კვალეთის ქუჩისა შესახვევისადა ჩიხის, კვესეთის, კიკეთის, მრევლიშვილის, ნაქერალის, ნიაბის ქუჩის, ჩიხებისა და შესახვევების, ანდღულაძის, კვაჭანტირაძის, ოძისის, ჟონეთის, ბუკისციხის, რუისპირის ქუჩისადა ჩიხის, სათემოს, საინგილოს ქუჩისა და ჩიხის, შაქრიანის, სამხედრო ქალაქის, შილდის ქუჩისა და ჩიხის, ბეთანიის, ბზიფის ქუჩისა და შესახვევის, განთიადის, თეზამის, მამკოდის, მარტყოფის ქუჩისადა შესახვევების, ახალუბნის, კოფცოვის, სომხეთის ქუჩის, ჩიხის, შესახვევებისა და გასავალში კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება მელაანის შეს. 141-ში მდებარე საქართველოს საპატრიარქოს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ და საბიუჯეტო ობიექტებს.
ჩუღურეთის რაიონში - ნიკოლოზ ხუდადოვის ქ. 173, 173-2, 173-3, 173-4, 173-5-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, მახათას მთის შეს-ში, ზეთისხილის ქუჩაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე მახათას მთაზე - ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარს, შპს ,,ფირმა ჰორიზონტირადიოს” (ტელე-რადიოცენტრი) და სხვა.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება პარასკევს - 21 აგვისტოს 10:00 სთ-დან და დასრულდება 19:00 სთ-ვის.
გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე: ცხელი ხაზი: +995 32 2404004 სწრაფი რეაგირების სამსახური: 114“,- ნათქვამია ინფორმაციაში.