ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურას მიმართა - უწყებასთან აქციაზე მოკლული გიგა ავალიანის დედაც მივიდა
გამოიძიეთ ექვსი წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმე - ამ მოთხოვნით ამ წუთებში გენერალურ პროკურატურასთან დედების აქცია მიმდინარეობს.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ ოფიციალური განცხადებით მიმართა.
გიორგი გვარაკიძის უწყებასთან ბაჩალიაშვილის დედის მხარდასაჭერად მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე და პროევროპულ აქციაზე დაპატიმრებული ახალგაზრდების მშობლები მივიიდნენ.
მინდა იცოდნენ, რომ გიგა ავალიანის დაოსებული დედა იქნება მათ გვერდით. აი ერთი რომ სჭირდებოდეთ, მინდა იცოდნენ, რომ ეს ერთი ადამიანი მუდამ ვიქნები მე მათ გვერდით. ჩვენ არ დაგვიზრდია კარგი გიგა და თამარი იმისთვის, რომ მერე სადისტებმა მიწის ქვეშ ამოგვიფინონ. აუცილებლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა სავარაუდო დამნაშავე და ყველა უნდა დაჯდეს საბრალდებო სკამზე", - აცხადებს ეკა კუპატაძე.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.