თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა - ბაჩალიაშვილის დედა

19.08.26 15:30
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა - ბაჩალიაშვილის დედა

 

 

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. 

როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“. 

თამაზაშვილი ასევე ქმრის მსგავსად ასახელებს იმ მაღალჩინოსნების გვარებს, რომელთაც მისი მტკიცებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან „პირდაპირი კავშირი აქვს“.

კეთილი ინებონ და გამოიძიონ, რომ თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა. კომპრომატების გამო არ არის დღეს ჩემი შვილი  ჩემთან. 

გრიგოლ ლილუაშვილს პირდაპირი კავშირი აქვს, იმიტომ, რომ მაგას რომ ვადებდით ხელს და ჯერ კიდევ არ იყო მაგის ბრალეულობა გამოკვეთილი, „მე არ მომიკლავს თამარ ბაჩალიაშვილიო“. იმაზე გააკეთა მინიშნება, რომ ჩემი დაკვეთით არ მომხდარა და სხვისი დაკვეთით მოხდაო. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ქოლცენტრი, რომელსაც გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა. ღარიბაშვილის ის (ბრალია) რომ მისი ნათესავის ვილაში მოხდა მკვლელობა“, – ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ ოფიციალური განცხადებით მიმართა. 

გიორგი გვარაკიძის უწყებასთან ბაჩალიაშვილის დედის მხარდასაჭერად მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე და პროევროპულ აქციაზე დაპატიმრებული ახალგაზრდების მშობლები მივიიდნენ. 

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები