პროკურატურას გიორგი კირვალიძესთან დადებული საპროცესო შეთანხმების გაუქმება სურს - ადვოკატი

19.08.26 15:57
პროკურატურას გიორგი კირვალიძესთან დადებული საპროცესო შეთანხმების გაუქმება სურს - ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმე - ადვოკატ ბორის ჩელე ყურუას თქმით, პროკურატურა მისი დაცვის ქვეშ მყოფის, გიორგი კირვალიძის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაუქმებას მოითხოვს.

სხდომა სააპელაციო სასამართლოში ხვალ 16:00 საათზეა ჩანიშნული.

„გიორგი კირვალიძესთან დადებული საპროცესო შეთანხმების გაუქმება უნდა ბრალდების მხარეს. მოთხოვნა ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელია. ხვალ, 4 საათზე იქნება სხდომა სააპელაციო სასამართლოში“, - წერს სოციალურ ქსელში ბორის ჩელე ყურუა.

მოგვიანებით, ადვოკატმა კომენტარი მისცა "პირველებს" - ჩელე ყურუას განმარტებით, აბსურდულია ბრალდების მხარის პოზიცია იმის შესახებ, რომ თითქოს გიორგი კირვალიძემ საპროცესოს პირობები დაარღვია. 

უფლებადამცველის თქმით, სააპელაციოს მიერ პროკურორის საჩივრის დაკმაყოფილება გულისხმობს, რომ აუცილებლად გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი. 

ჩვეულებრივად საპროცესო შეთანხმება კანონის დაცვით იყო გაფორმებული. ამ შემთხვევაში, მიზეზად ასახელებენ იმას, რომ გიორგი კირვალიძემ პირობა დაარღვია საპროცესო შეთანხმების და არ აღიარა დანაშაულიო, რაც აბსურდია, გამომდინარე იქიდან, რომ მას რომ არ ეღიარებინა დანაშაული, შესაბამისად არც გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება და სასამართლო არ დაამტკიცებდა საპროცესო შეთანხმებას. 

ამ შემთხვევაში ჩვენ უარი ვთქვით დაცვის ყველა სტრატეგიაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ნება იყო, გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება. ახლა დაცვის მხარეს აყენებენ ისეთ სიტუაციაში, რომ საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე უნდა დაბრუნდეს მაშინ, როცა მტკიცებულებები უდაოდ ვცანით და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, შესაბამისად საქმის არსებით განხილვაზე დაბრუნება და პროკურორის საჩივრის დაკმაყოფილება გულისხმობს იმას, რომ პირდაპირ და აუცილებლად გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაა მინიმუმ," - ამბობს ბორის (ჩელე) ყურუა. 

  • გიორგი კირვალიძეს 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ კიდევ 11 პირთან ერთად, საპროცესო შეთანხმება 24 ივნისს გაუფორმდა.

გიორგი კირვალიძემ, რომელსაც 1 წელი თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ თქვა: „თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება]. ბიძინას დედასაც შ*****ი“ და სასამართლო დარბაზი დატოვა.

მსგავსი სიახლეები