საქსტატის თანახმად, საქართველოდან ირანში ექსპორტირებულია $119 მილიონის ღირებულების ავტომობილები - ზრდა 78,458%-ია
საქსტატის მონაცემების თანახმად, საქართველოდან ირანში 119 მილიონი დოლარის ღირებულების 6,749 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა - საუბარია იანვარ-ივლისის პერიოდიზე.
შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ავტოექსპორტი მხოლოდ 7 ავტომობილს შეადგენდა, მისი ღირებულება კი 151 ათასი დოლარი იყო. შესაბამისად, წელს თანხობრივად ირანში ავტოექსპორტი 78,458%-ით გაიზარდა.
- ამ მაჩვენებლით ირანმა პირველად საქართველოს ავტოექსპორტის რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა ყირგიზეთის და ყაზახეთის შემდეგ.
ცნობისთვის, ირანში ავტოექსპორტი 2026 წლის 28 თებერვლის, ანუ აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ გააქტიურდა.