ამ ამბავს კობახიძე შეეწირება, ღარიბაშვილის რეაბილიტაცია კი არ მოხდება - დავით ზურაბიშვილი
"ოცნების" ყოფილი თანაგუნდელი, დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილების სერიას ირაკლი კობახიძის თანამდებობა "შეეწირება".
ზურაბიშვილი ამბობს, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილის თვალში, სწორედ კობახიძე ვერ უზრუნველყოფს "ღარიბაშვილის გაჩუმებას" და ამის გამო "ოცნების" დამფუძნებელი მოქმედ პრემიერზე სავარაუდოდ გაბრაზებული იქნება.
"ღარიბაშვილს კი ტყუილა აქვს იმის იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილი მასზე მოიბრუნებს გულს, მისი რეაბილიტაცია არ მოხდება" - ამბობს დავით ზურაბიშვილი.
არ მგონია, ბიძინა ივანიშვილისთვიეს ეს იყოს სასიამოვნო. ყველა ვარიანტში ცუდია ეს მისთვის. ჯერ ერთი მისი ყოვლისშემძლეობის მითს ჩრდილს აყენებს, იმიტომ, რომ უწესრიგობა აქვს, შიგნით ვერ მოუგვარებია საქმე. მეორე - ირაკლი ღარიბაშვილს ტყუილა აქვს იმის იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილი მასზე მოიბრუნებს გულს, პირიქით, უფრო გაბრაზდება მასზე, რომ ასე ცუდ დღეში ჩააგდო. მეორეს მხრივ , ბიძინა ივანიშვილი გაბრაზდება კობახიძეზეც, იმიტომ, რომ იმან ეს საკითხი ვერ მოაგვარა, ვერ გააკეთა ისე, რომ ის წყნარად ყოფილიყო და არ აეტეხა ამხელა ამბავი. ამიტომ, სასიამოვნო ეს ამბავი არცერთი წევრისთვის არ არის. საბოლოოდ ვფიქრობ, რომ ამას კობახიძეც შეეწირება, ღარიბაშვილის რეაბილიტაცია არ მოხდება, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის, მისი ტექნოლოგიიდან გამომდინარე ყველაზე სწორი გადაწყვეტა", - ამბობს დავით ზურაბიშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ ციხიდან ახალ წერილი გაავრცელა, რომელშცი წერს, რომ მას მამის დაჭერით ემუქრებიან.
ყოფილი პრემიერის თქმით, ის არავის ებრძვის, მხოლოდ საკუთარ ოჯახს და თავს იცავს და "ყველა გადმოდგმულ ნაბიჯს, იძულებულია სარკისებურად უპასუხოს".
ამასთან, ექს პრემიერი მამუკა მდინარაძეს მოუწოდებს, “შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა.“
ასევე ნახეთ: