ბათუმის ბულვარის უფროსმა საკუთარ ბაღ-ბოსტანში თანამშრომლებს მანდარინი დააკრეფინა
ბათუმის ბულვარის უფროსმა საკუთარ ბაღ-ბოსტანში თანამშრომლებს მანდარინი დააკრეფინა. "პირველებმა" ფაქტის დამადასტურებელი მასალა მოიპოვა. შემთხვევამაშნ მოხდა, როდესაც აჭარის უმაღლეს საბჭოში ვადაგასული საკრებულოს თანამშრომლები 2021 წლის ბიუჯეტს ამტკიცებდნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ლაზიშვილმა საკუთარი საჭიროებისთვის სამხაურეობრივი ავტომობილი 4 საათის განმავლობაში საკუთარ სახლთან დააყენა.
მას შემდეგ, რაც მომხდარით ტვ პირველის ჟურნალისტი დაინტერესდა, სოფო ლაზიშვილმა სპეცილაური ბრიფინგი ჩანიშნა, სადაც დაადასტურა, რომ ბულვარის თანამშრომლებს მანდარინი ნამდვილად დააკრეფინა, თუმცა ამაში მათ ფული გადაუხადა.
ბულვარის 4 თანამშრომელი იმყოფებოდა გუშინ ჩემი საცხოვრებელი სახლის ეზოში, აწარმოებდნენ კონრეტულ სამუშაოებს. როგორ მოდის მებაღე, რა აცვია, ამის კონტროლი მე არ მაქვს. თანხა გადავუხადე. მე შეიძლება ეს ადამიანები დღესაც წავიყვანო, ხვალაც წავიყვანო, ზეგაც და თანხა გადავუხადო, - განაცხადა ლაზიშვილმა.
როგორც გაირკვა, ბულვარის უფროსმა თანამშრომლებს მანდარინის კრეფისთის თანხა არა იმავე დღეს, არამედ ამ ამბის გავრცელების შემდეგ გადაუხადა.