ტყიბულში , მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა - ის მართვით სუნთქვაზეა
65 წლის მამაკაცის გადასარჩენად, რომელიც გუშინ ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერში მიწის მასის ქვეშ მოყვა, ამ დრომდე იბრძვიან. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზეა. ვიტალი ტურძილაძეს გულ-მკერდის დაჟეჟილობა აღენიშნება.
ექიმებს დამაიდებელი პროგნოზის გაკეთება უჭირთ.