ტაქსში თამბაქოს მოწევა იკრძალება - კანონდამრღვევი 200 ლარით დაჯარიმდება

28.11.21 14:21
ტაქსში თამბაქოს მოწევა იკრძალება - კანონდამრღვევი 200 ლარით დაჯარიმდება

ტაქსში თამბაქოს მოწევა იკრძალება.  კანონპროექტი უკვე მზად არის და პარლამენტი მას პირველივე ბიუროს სხდომაზე განიხილავს. ინიციატივის ავტორები "ქართული ოცნების" დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე და ლადო კახაძე არიან. 

ინიციატივის მიხედვით კანონდამრღვევი პირი 200 ლარით, განმეორებით შემთხვევაშ კი 400 ლარით დაჯარიმდება. 

საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ახალი აკრძალვა მათი უფლებების პირდაპირი დარღვევაა. 

შეუძლიათ საქართველოს მოსახლეობი 80% დააჯარიმონ ყოველ წუთს, რაც გამოიწვევს სრულიად კრიზისს. უარეს კრიზისს, ვიდრე ახლა ვართ, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. 

თამბაქო მოწევა აიკრძალება ისეთ სატრანსპორტო საშუალებებზეც, როგორიც კატერია.  

მსგავსი სიახლეები