ტრამპი ზელენსკის: მამაცი და ნიჭიერი ხალხით, თქვენ დიდებული ქვეყანა ააშენეთ, დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ

25.08.26 11:54
ტრამპი ზელენსკის: მამაცი და ნიჭიერი ხალხით, თქვენ დიდებული ქვეყანა ააშენეთ, დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ

"თქვენ დიდებული ქვეყანა ააშენეთ, დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ" - ამ სიტყვებით ულოცავს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს.

ტრამპის თქმით, აღფრთოვანებულია უკრაინის მტკიცე სულით, პატივს სცემს გაღებულ მსხვერპლს და დარწმუნებულია უკრაინის, როგორც სუვერენული და აყვავებული ქვეყნის მომავალში.

  • ტრამპის მილოცვას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ამერიკელი ხალხის სახელით, თქვენ და უკრაინის მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ. 24 აგვისტოს 35-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზე დამყარებულ მტკიცე მეგობრობას აღვნიშნავთ, კავშირს, რომელიც უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უფრო გაღრმავდა. მამაცი და ნიჭიერი ხალხით, თქვენ დიდებული ქვეყანა ააშენეთ.

მოდით, ეს მომენტი კონფლიქტის დასასრულებლად გამოვიყენოთ და შევქმნათ მდგრადი, ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც უკრაინის უზარმაზარ პოტენციალს მომავალი თაობებისთვის გზას გაუხსნის“, - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, 24 აგვისტოს უკრაინამ დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი აღნიშნა.